მოლდოვის შინაგან საქმეთა მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა

მოლდოვის შინაგან საქმეთა მინისტრს, პაველ ვოიკუს ახალი ტიპის კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მინისტრია სოციალური მედიის მეშვეობით განაცხადა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეოაბ სტაბილურია, ხოლო სიმპტომები მსუბუქი, რის გამოც ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებს და სამუშაოს არ ჩამოსცილდება.

მოლდოვაში COVID-19ით ინფიცირების სულ 3 980 შემთხვევაა დაფიქსირებული, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი 124-ს აღწევს.