მომღერალ R. Kelly-ს სექს ტრაფიკსა და თაღლითობაში დებენ ბრალს

მუსიკოსი R Kelly სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება. მას ბრალი სექს ტრაფიკის მართვასა და სუტინიორობაში ედება. 54 წლის ვარსკვლავი ბრალდებულია ასევე თაღლითობაში. გამოძიების ცნობით მისი სავარაუდო მსხვერპლი მამაკაცები, ქალები და ახალგაზრდა გოგონები იყვნენ, რომელთაც სექს სამუშაოებში ჩართვას და არალეგალურად მუშაობას აიძულებდა. 

საქმე რვა სხვადასხვა ეპიზოდს ეხება. მუსიკოსი შესაძლოა თავისუფლების აღკვეთით დაისაჯოს. მას 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.