მომღერალი ზეინ მალიკი და მოდელი ჯიჯი ჰადიდი მშობლები გახდნენ - PHOTO

ინგლისელი მომღერალი და სიმღერების ავტორი ზეინ მალიკი და ამერიკელი მოდელი ჯიჯი ჰადიდი მშობლები გახდნენ. წყვილმა გოგონას დაბადება საზოგადოებას Twitter-ის საშუალებით შეატყობინა.

"ჩვენი პატარა გოგონა აქ არის, ჯანმრთელი და ლამაზია. რომ ვთქვათ, თუ რას ვგრძნობ ახლა ამ პატარა ადამიანის მიმართ, შეუძლებელია ამის ახსნა. მადლიერი ვარ მისი გაცნობისთვის, ამაყი ვარ, რომ მას ჩემსას ვუწოდებ და მადლობელი ვარ იმ ცხოვრებისთვის, რომელიც ერთად უნდა გავატაროთ", - ამ სიტყვებით აცნობა საზოგადოებას პატარა გოგონას დაბადების შესახებ 27 წლის მალიკმა.

წყვილმა განაცხადა, რომ ურთიერთობა 2015 წლიდან დაიწყეს და ისინი ძალიან ბედნიერები არიან.