მონაკოში საკოლექციო Ferrari F40 დაიწვა - VIDEO

მონაკოში, პრინცესა გრეის პროსპექტზე საკოლექციო Ferrari F40-ს ცეცხლი გაუჩნდა. ავტომობილი ადგილობრივ წყვილს ეკუთვნის. მათ მანქანიდან გადმოსვლა მოასწრეს.

ადგილზე მობილიზებულმა მეხანძრეებმა ხანძრის ჩაქრობა მოახერხეს, მაგრამ ავტომობილი პრაქტიკულად განადგურებულია.

საკოლექციო მოდელის Ferrari F40-ს 1331 ეგზემპლარი 1987-დან 1992-წლამდე პერიოდში გამოდიოდა. დღეს ერთი ასეთი ავტომობილის ფასი მილიონ ევროს აჭარბებს.