მონტენეგროს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილს მიუსამძიმრა

ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო მონტენეგროს პრეზიდენტმა მილო დუკანოვიჩმა საქართველოს სოლიდარობა გამოუცხადა და სალომე ზურაბიშვილს მიუსამძიმრა.

"გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ სალომე ზურაბიშვილს ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც ცხრა სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის სამი ბავშვის. მონტენეგრო მეგობარი საქართველოსა და ქართველი ხალხის გვერდით დგას", - ნათქვამია დუკანოვიჩის ტვიტში.