მონტენეგროში დისკოთეკებსა და ღამის კლუბებს ხურავენ

მონტენეგროში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესების გამო ღამის კლუბებს და დისკოთეკებს 2 აგვისტომდე დახურავენ. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

შეზღუდვა როგორც დახურულ, ისე ღია ტიპის დაწესებულებებს ეხება.

2 აგვისტოდან კი აქ მოხვედრას მხოლოდ, სულ მცირე, ერთი დოზით ვაქცინირებულები, ბოლო 180 დღის განმავლობაში კოვიდგადატანილები ან ის პირები შეძლებენ, ვინც პი-სი-არ ტესტზე უარყოფით პასუხს წარადგენს.

ამასთან, რესტორნების, კაფეებისა და ბარების ტერასებზე, ღია ცის ქვეშ, ეპიდემიოლოგიური ღონისძიებების დაცვით, ცოცხალი მუსიკა შუაღამემდეა ნებადართული.