Mortal Kombat-ის თრეილერი რეკორდულად ბევრმა მაყურებელმა ნახა

Mortal Kombat-ის ახალი ფილმის პირველი თრეილერი რეკორდულად ბევრმა მაყურებელმა ნახა. ცნობილია, რომ Mortal Kombat-ის ახალი ფილმის ვიდეოს ოთხჯერ მეტად უყურეს, ვიდრე იმავე დროის ფილმების "ლოგანისა" და Deadpool 2-ის თრეილერებს. ვიდეომ ქსელში გამოქვეყნებიდან ერთ კვირაში 116 მილიონი ნახვა დააგროვა.

ამავდროულად, ვიდეომ მაღალი შეფასება მიიღო. მაყურებლების 98%-მა დადებითად შეაფასა ის. გარდა ამისა, ფილმის თრეილერი ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა სხვადასხვა საიტებზეც.

ფილმის თრეილერი 18 თებერვალს გამოვიდა, მისი პრემიერა კი აპრილის დასაწყისშია დაგეგმილი.