მოსალოდნელია თუ არა ევროპაში "რკინის ახალი ფარდა"?

ბელარუსის მოვლენებთან დაკავშირებით ევროპაში "რკინის ახალი ფარდაა" მოსალოდნელი. ეს განცხადება ბელარუსის საკითხებზე მომუშავე გაერო-ს წარმომადგენელმა გააკეთა. მწვავე დებატები, ევროკავშირის სახელით გერმანიის მიერ ორგანიზებულ ჟენევის შეხვედრაზე გაიმართა, სადაც ბელარუსში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ მდგომარეობას განიხილავდნენ. ბელარუსის შესახებ ანგარიში გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა ანაის მარინმა წარადგინა. მოლაპარაკებები რთულ რეჟიმში მიმდინარეობდა. რუსეთის, ვენესუელის, ჩინეთისა და ბელარუსის წარმომადგენლები მის ჩაშლას არა ერთხელ შეეცადნენ. ანაის მარინს სიტყვით გამოსვლა არა ერთხელ შეაწყვეტინეს და მისი ტრიბუნიდან მოხსნას ითხოვდნენ. 

ბელარუსის ოპოზიციის ლიეტუვაში დევნილმა ლიდერმა სვეტლანა ციხანოვსკაიამ ვიდეომიმართვაში კიდევ ერთხელ მოითხოვა ძალდობის შეწყვეტა და ახალი სამართლიანი არჩევნების დანიშვნა ქვეყანაში.

ევროკავშირმა გაერო-ს უმაღლეს კომისარს ადამიანის უფლებების საკითხებში, მიშელ ბაჩელეტს ბელარუსის კრიზისზე თვალყურის მიდევნების რეზოლუციით მიმართა. გაერო-მ ანგარში ამ საკითხზე ევროკავშირს წლის ბოლომდე უნდა ჩააბაროს.

ბელარუსში, 9 აგვისტოდან, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მოქალაქეები არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვენ. ხელისუფლებამ დემონსტრანტები ძალის გამოყენებით დაშალა და ასობით ადამიანი უსამართლოდ დააპატიმრა. ევროპარლამენტი ქვეყნის პრეზიდენტის პოსტზე ალექსანდრე ლუკაშენკოს ლეგიტიმაციას არ ცნობს და ოპოზიციას მხარდაჭერას უცხადებს.