მოსკოვის აეროპორტებში ათეულობით რეისი გაუქმდა

უამინდობის გამო მოსკოვის აეროპორტებში ათეულობით რეისი გაუქმდა ან გადაიდო. „შერემეტიევოში“ 21 ფრენა გადაიდო და 10 გაუქმდა. „დომოდედოვოში“ და „ვნუკოვოში“ შეზღუდვა 5 მიმართულებას შეეხო.

წინა დღეს რუსეთის დედაქალაქში და მოსკოვის ოლქში განგაშის ყვითელი დონე გამოაცხადეს. ძლიერი ქარი და ნალექი შაბათამდეა ნავარაუდევი.