მოსკოვის აეროპორტებში უამინდობის გამო 60-ზე მეტი რეისი გაუქმდა

სამშაბათს დილით მოსკოვის სამ აეროპორტში (ვნუკოვო, დომოდედოვო და შერემეტიევო), უამინდობის გამო 60-ზე მეტი რეისი გადაიდო ან გაუქმდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ვნუკოვოს აეროპორტში ოთხი რეისი გადაიდო, სამი გაუქმდა, დომოდედოვოში 30 რეისი გადაიდო, ერთი გაუქმდა, შერემეტიევოზე რვა რეისი გადაიდო, 15 გაუქმდა.

სინოპტიკოსების ცნობით, მოსკოვში დღეს მინუს 8-10 გრადუსია მოსალოდნელი. ქარის სიჩქარი 5-10 მ/წმ-შია.