მოსკოვის მერი: დედაქალაქში რეალურად 300 ათასამდე კოვიდინფიცირებულია

მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი აცხადებს, რომ რუსეთის დედაქალაქში კორონავირუსით ინფიცირებულთა რეალური რიცხვი, შესაძლოა. 300 ათასს აღწევდეს.

"სქრინინგ-კვლევების მიხედვით, ინფიცირებულია მოსკოვის მოსახლეობის 2-2,5%, ეს დაახლოებით 300 ათასი ადამიანია", - განაცხადა სობიანინმა.

მოსკოვის მერის თქმით, ხელისუფლების ამოცანა ამჟამად ვირუსის მატარებლების დროული გამოვლენაა.

სობიანინმა აღნიშნა, მოსკოვის საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადეების და ხელთათმანის ტარება სავალდებულო იქნება.

რუსეთში COVID 19-ით 24 საათში 11 231 პირი დაინფიცირდა. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 177 160-ს აღწევს. გარდაცვლილთა რაოდენობა 1 625-მდე გაიზარდა.