მოსკოვში ბოლო 24 საათში 12 ადამიანი გარდაიცვალა

რუსეთში იზრდება კორონავირუსით დაინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი. ბოლო 24 საათში მოსკოვში 12 ადამიანი დაიღუპა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ, რუსეთის დედაქალაქში, 50-ს მიაღწია. ინფორმაციას კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბი ავრცელებს.

ეპიდემიის გავრცელების დღიდან რუსეთში სულ 89 ადამიანი დაიღუპა. დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 10 ათასს აჭარბებს.