მოსკოვში კორონავირუსით პირველი ადამიანი გარდაიცვალა

მოსკოვის ინფექციურ საავადმყოფოში გარდაიცვალა 79 წლის ქალი, რომელსაც COVID-19-ის დიაგნოზი დაუსვეს. კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბში განაცხადეს, რომ სიკდვილის მიზეზი პნევმონია გახდა, რომელიც მძიმე თანმდევი პათოლოგიის ფონზე განვითარდა.

პაციენტს რამდენიმე ქრონიკული დაავადება ჰქონდა, მათ შორის II ტიპის დიაბეტი და ატეროსკლეროზი.