მოსკოვში კორონავირუსს კიდევ 4 პაციენტი ემსხვეპლა

მოსკოვში COVID-19-ს კიდევ 4 ადამიანი ემსხვეპლა. მათი ასაკი 78-დან 86 წლამდე მერყეობდა.

ყველა პაციენტს ქრონიკული დაავადებები ჰქონდა, კერძოდ გულ-სისხლძარღვთა. აქედან 2 ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე იყო.

ბოლო ინფორმაციით, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 1836 შემთხვევაა დადასტურებული, 66 ადამიანი გამოჯანმრთელდა. 9 გარდაიცვალა.