მოსკოვში, სასტუმროში ხანძარს 3 ადამიანი ემსხვერპლა

მოსკოვის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, სასტუმროში ხანძარს 3 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

ინციდენტის დროს შენობაში 305 ადამიანი იმყოფებოდა.

ხანძარი მალევე იყო ლიკვიდირებული. აალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.