მოსკოვში სკოლის მოსწავლეები ორკვირიან არდადეგებზე გაუშვეს

მოსკოვის სკოლის მოსწავლეები ოქტომბერში ორი კვირით დაისვენებენ. ამის შესახებ ბლოგში რუსეთის დედაქალაქის მერმა დაწერა.

სერგეი სობიანინის თქმით, გადაწყვეტილება სანიტარული ექიმების რეკომენდაციით მიიღეს. მიზეზი შემოდგომაზე რესპირატორული დაავადებებისა და კორონავირუსის შემთხვევების რიცხვის მატებაა.

მოსკოვის მერის განცხადებით, არდადეგები 5-დან 18 ოქტომბრამდე გამოცხადდება. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ ამ პერიოდში დისტანციური სწავლა არ იქნება.