მოწყობილობა Diagnovir კორონავირუსს 10 წამში ადგენს

თურქმა მეცნიერებმა შექმნეს მოწყობილობა Diagnovir, რომელიც COVID-19-ს 10 წამში ადგენს.

"მოწყობილობის მოქმედების პრინციპი ნიმუშების რეპლიკაციას კი არა, არამედ ოპტიკურ მახასიათებლებს ეყრდნობა", - აცხადებენ ბილკენტის უნივერსიტეტში.

ტესტირებისთვის გამოიყენება ადამიანის პირის ღრუს ლორწოვანი გარსიდან აღებული ნიმუში, რომელსაც სპეციალურ ნაერთში აზავებენ და ათავსებენ ხელსაწყოში. თუ ნიმუში ნათების ფერს იცვლის, ეს ვირუსის არსებობაზე მიუთითებს.

პრეკლინიკური კვლევების დროს მოწყობილობის ეფექტურობამ 99 პროცენტი შეადგინა.