მოზამბიკში ელვამ 7 ადამიანი მოკლა

მოზამბიკში მეხის დაცემის შედეგად სულ მცირე 7 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ პროვინცია მანიკას გუბერნატორმა განაცხადა.

"გარდა ფატალური შემთხვევებისა, უამინდობის შედეგად, რომელსაც წვიმა და ძლიერი ქარი დაერთო, საზოგადოებრივი და კერძო ინფრასტრუქტურა გაანადგურა", - განაცხადა მან.

ამჟამად მანიკას პროვინციაში უწყებათაშორისი კომისია მუშაობს, რომელიც ზარალის ზუსტ რაოდენობას დაადგენს.