მსახიობ ბობ ოდენკირკის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

Better Call Saul-ის გადასაღებ მოედანზე მთავარი როლის შემსრულებელი, ბობ ოდენკირკი წაიქცა. მსახიობი სასწრაფომ საავადმყოფოში გადაიყვანა.

დღეს დილით განცხადება გავრცელდა, რომელშიც ნათქვამია, რომ მსახიობის მდგომარეობა სტაბილურია.

გადამღები ჯგუფი სერიალის დასკვნით სეზონზე მუშაობს, რომელიც 2022 წელს გამოვა.