მსახიობი არმენ ჯიგარხანიანი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა

რუსეთში მცხოვრები ცნობილი სომეხი მსახიობი და რეჟისორი არმენ ჯიგარხანიანი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ უცხოური მედია თეატრის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება.

მსახიობის გარდაცვალების მიზეზი ამ დროისათვის უცნობია. 

არმენ ჯიგარხანიანის მოსკოვის დრამატული თეატრის ერთ-ერთი დამაარსებელი, პრეზიდენტი და სამხატვრო ხელმძღვანელი იყო. ის საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი და არაერთი ჯილდოსა და ორდენის მფლობელია.