მშენებლებმა 900 წლის გვირაბი აღმოაჩინეს - PHOTO

დიდ ბრიტანეთში, უელსში ელექტროსამონტაჟო სამუშაოების მიმდინარეობისას მშენებლებმა შუა საუკუნეების  - 900 წლის გვირაბი აღმოაჩინეს. მშენებლებს მიწისქვეშა კაბელებისთვის ტრანშეები გაყავდათ.

გვირაბი მონმუთშირის საგრაფოში, 1131 წელს დაფუძნებული სააბატოს ნანგრევებთან ახლოს მდებარეობს. 

გვირაბი აგურით არის ნაშენები, სიმაღლე 1,2 მეტრია და საფეხმავლო გზის ქვეშ გადის. სპეციალისტების განცხადებით, ის არც ერთ კარტოგრაფიულ რუკაზე არ არის დატანილი. მის შესახებ არც ადგილობრივმა ხელისუფლებამ და მცხოვრებლებმა იცოდნენ რამე.

გვირაბი, რომელსაც გასაოცარ და უნიკალურ აღმოჩენას უწოდებენ, არქეოლოგებმა უნდა შეისწავლონ.