მსოფლიო ბანკი: პანდემიის გამო, შესაძლოა, ფინანსური კრიზისი შეიქმნას

კორონავირუსის პანდემია დიდ ეკონომიკურ კრიზისად იქცევა, - ამის შესახებ Bloomberg Television-თან ინტერვიუში მსოფლიო ბანკის მთავარმა ეკონომისტმა, კარმენ რეინჰარტმა განაცხადა.

"ეს არ დაიწყო როგორც ფინანსური კრიზისი, მაგრამ გადაიზრდება სერიოზულ ეკონომიკურ კრიზისში, ძალიან სერიოზული ფინანსური შედეგებით”, - განაცხადა მან.

რეინჰარტის თქმით, ეს არის ომი.

"ომის დროს, მთავრობები თავიანთ სამხედრო ხარჯებს შეძლებისდაგვარად აფინანსებენ, და ახლა ამის მწვავე აუცილებლობა არსებობს”, - ასე უპასუხა რეინჰარტმა კითხვას, არის თუ არა საბოლოო ჯამში დაბალი შემოსავლიანობის შესანარჩუნებლად ცენტრალური ბანკების მიერ ობლიგაციების ყიდვა თამაში ნულოვანი თანხით, როდესაც ამას ყველა აკეთებს.