მსოფლიო პატრიარქმა საღვთო ლიტურგია დახურულ კარს მიღმა ჩაატარა - PHOTO

მსოფლიო პატრიარქმა ბართლომე, საღვთო ლიტურგია დღეს დახურულ კარს მიღმა აღავლინა. ამის შესახებ ინფორმაცია მსოფლიო მართლმადიდებლური საპატრიარქოს Facebook გვერდზეა გამოქვეყნებული. როგორც აქ არის აღნიშნული, წირვა საპატრიარქო ტაძარში შესრულდა. 

"გამონაკლისი მსოფლიოში შექმნილი მდგომარეობის გამო იქნა დაშვებული. საღვთო ლიტურგია დახურულ კარს მიღმა გაიმართა და მას მხოლოდ რამდენიმე მღვთელმსახური და საპატრიარქო სასახლის წარმომადგენლები ესწრებოდნენ", - ნათქვამია განცხადებაში.