მსოფლიოს მასშტაბით ათიათასობით კომპანიაზე კიბერშეტევა განხორციელდა

ჰაკერებმა 20,000-ზე მეტი ამერიკული კერძო კომპანიისა და  ათიათასობით ევროპული და აზიური კორპორაციების მონაცემების მოპოვება შეძლეს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს.

გამოცემის ცნობით, ჰაკერებმა კომპანიის მონაცემები Microsoft-ის მიერ შემუშავებული Exchange Server-ში შეღწევის მეშვეობით შეძლეს.

ჰაკერებმა ორგანიზაციების ფოსტის სერვერებზე წვდომა  Exchange Server-ის სუსტი დაცვის სისტემის საშუალებით მოიპოვეს. Microsoft-მა პროგრამის განახლება, რომელიც უფრო მეტად არის დაცული, 2 მარტს გამოაქვეყნა, თუმცა ის დაზარალებული კომპანიების მხოლოდ  10%-ს აქვს დაინსტალირებული, რის გამოც შესაძლოა კიბერშეტევა კვლავ განხორციელდეს. 

Microsoft მიიჩნევს, რომ თავდასხმების უკან ჩინეთის მთავრობასთან დაკავშირებული ჰაკერები დგანან. თავად ჩინეთის ხელისუფლება ბრალდებებს უარყოფს.