მსოფლიოში 2 მილიარდზე მეტი აცრა გაკეთდა

მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო 2 002 917 476 აცრა გაკეთდა. ინფორმაციას ამის შესახებ ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტზე დაყრდნობით The Guardian ავრცელებს.

ლიდერობას ვაქცინაციის თვალსაზრისით ისრაელი ინარჩუნებს. აქ ქვეყნის 10 მილიონი მოსახლიდან კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის სრული კურსი თითქმის 6 მილიონმა გაიარა.

მას მოსდევს კანადა (მოსახლეობის 59%-ს, სულ მცირე, ერთი დოზა აქვს მიღებული), დიდი ბრიტანეთი (58,3%), ჩილე (56,6%) და ამრიკის შეერთებული შტატები (51%).

10 ინექციიდან ექვსი მსოფლიოს სამ ყველაზე დასახლებულ ქვეყანაში - ჩინეთში (704,8 მილიონი დოზა), შეერთებულ შტატებში (296,9 მილიონი) და ინდოეთში (221 მილიონი) გაკეთდა.

მსოფლიოს ექვსმა ქვეყანას ვაქცინაცია ჯერ არ დაუწყია. ესაა ჩრდილოეთ კორეა, ჰაიტი, ტანზანია, ჩადი, ბურუნდი და ერიტრეა.