მსოფლიოში 3.5 მილიარდზე მეტ ადამიანს არ აქვს ინტერნეტი

მსოფლიოში 3.7 მილიარდამდე ადამიანს ინტერნეტთან დაკავშირების საშუალება არ აქვს, რაც უთანასწორობის ახალი ფორმის პროვოცირებას ახდენს. ამის შესახებ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 75–ე სესიის თავმჯდომარემ ვოლკან ბოზქირმა განაცხადა.

”ფაქტი ფაქტად რჩება, რომ დაახლოებით 3.7 მილიარდი ადამიანი ციფრული ტექნოლოგიების მოწყვეტილია, ონლაინ მუშაობის, სწავლისა და ინტერნეტში ყიდვის შესაძლებლობა არ აქვს”, - განაცხადა მან.

ბოზქირმა მოუწოდა, აღმოფხვრვას მზარდი "ციფრული განხეთქილება, რომელიც უთანასწორობის ახალ ფორმად ქცევის საშიშროებას შეიცავს".