მსოფლიოში ჩინური პროდუქციის ექსპორტი რეკორდულად გაიზარდა

2021 წლის იანვარ-თებერვალში, ჩინური პროდუქციის  ექსპორტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 60.6%-ით გაიზარდა. ამის შესახებ გამოცემა DW ჩინეთის საბაჟო დეპარტამენტის მონაცემებზე დაყრდნობით წერს.

ჩინეთის ექსპორტის სწრაფი ზრდა იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ქვეყანა პანდემიის პერიოდში ყველაზე მოთხოვნად პროდუქციას - სამედიცინო აღჭურვილობას, პირბადეებს და სახლიდან მუშაობისათვის საჭირო ტექნიკას აწარმოებს. 

ჩინეთის საბაჟო დეპარტამენტმა აღნიშნა, რომ ექსპორტის სწრაფ ზრდას ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებში ეკონომიკის აღდგენამაც შეუწყო ხელი. 

იანვარ-თებერვალში ჩინეთში ასევე გაიზარდა იმპორტიც, ზრდამ 22,2 პროცენტი შეადგინა.