მსოფლიოში COVID-19-ით 2,5 მილიონზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა

მსოფლიოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 427 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 113 991 764-მდე გაიზარდა. 

ჯანმო-ს მონაცემებით, ბოლო 24 საათში მსოფლიოს მასშტაბით COVID-19-ით კიდევ 10 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, რითაც დაღუპულთა რაოდენობამ 2 529 421-ს მიაღწია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ინფიცირებულთა 42%-ზე მეტი ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში ფიქსირდება, შემდეგ მოდის ევროპის რეგიონი და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთი.

ინფიცირებულთა რაოდენობა ამგვარად გამოიყურება: აშშ - 28 028 815 შემთხვევა. ამას მოსდევს ინდოეთი - 11 063 491, ბრაზილია (10 324 463), რუსეთი (4 223 186), დიდი ბრიტანეთი (4 154 566), საფრანგეთი (3 622 675), ესპანეთი (3 180 212) , იტალია (2 868 435), თურქეთი (2 674 766), გერმანია (2 424 684), კოლუმბია (2 237 542) და არგენტინა (2 088 187).