მსოფლიოში COVID-19-ით 228 მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებული

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევების რიცხვი 228,502,047-ს აღწევს.

ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე გარდაცვლილთა რაოდენობამ 4,691,332-ს გადააჭარბა.

ინფიცირების შემთხვევებით პირველ ადგილს იკავებენ შეერთებული შტატები, ინდოეთი და ბრაზილია, სადაც 20 მილიონზე მეტი შემთხვევაა.