მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 25 484 767-ს მიაღწია

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ოფიციალური მონაცემებით, მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 25 484 767-ს მიაღწია. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე 850 535 ადამიანი დაიღუპა. 

მსოფლიოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 16 743 011-მდე გაიზარდა.

ინფექციის გავრცელების მხრივ მსოფლიოში პირველ ადგილს კვლავ აშშ იკავებს, სადაც დაავადება 6 030 587 მილიონ ადამიანს დაუდგინდა, ხოლო 187 ათასზე მეტი პაციენტი გარდაიცვალა. მეორე ადგილს იკავებს, ბრაზილია (3,9 მლნ ინფიცირებული), მესამე ადგილზეა ინდოეთი (3,6 მლნ ინფიცირებული).