მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 20 მილიონს უახლოვდება

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 19,548,380-ს აჭარბებს. ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე დაავადებას 724,159 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ინფიცირებულთა რაოდენობით პირველ ადგილს აშშ იკავებს, სადაც 5,095,748 ადამიანია ინფიცირებული, ხოლო კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 164,104-ს შეადგენს.

ბრაზილიაში კორონავირუსით 2,967,064 ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 99,702 გარდაიცვალა.

მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებაა ინდოეთშიც, სადაც დაავადებას 42,602 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 2,089,773-ს შეადგენს.

რუსეთში კორონავირუსით 877,135 ადამიანია ინფიცირებული, ოფიციალური მონაცემებით, დაავადებას ემსხვერპლა 14,725 ადამიანის სიცოცხლე.

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა ინფიცირებულთა რაოდენობით მეხუთე ადგილს იკავებს. ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულია 545,476 ადამიანი, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი  9,909-ს შეადგენს.