მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 2,5 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების რიცხვმა 2 501 156-ს მიაღწია. ვირუსი გავრცელებულია 210 ქვეყანასა და ტერიტორიაზე. მსოფლიო პანდემიას უკვე ემსხვერპლა 171 718 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 659 589 პაციენტი.

მონაცემებს ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.