მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 20 მილიონს გადააჭარბა

"Worldometers-ის" ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონაპანდემიის დაწყებიდან დღემდე 20,040,516 ადამიანი დაინფიცირდა.

დაღუპულთა რიცხვი 734,239- აღწევს.

ინფიცირების მაჩვენებლების მიხედვით ლიდერთა სამეულში აშშ, ბრაზილია და ინდოეთი შედიან.

აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვალების 165,617 შემთხვევა ფიქსირდება, ინფიცირებულთა რაოდენობა 5,199,444-ს აღწევს.

მეორე ადგილზეა ბრაზილია 3,035,582 შემთხვევით, გარდაცვლილია 101,136 პაციენტი.

ინდოეთი მესამე ადგილს იკავებს. აქ COVID-19-ის 2,217,645 შემთხვევაა დადასტურებული. ეპიდემიას 44,499 ადამიანი ემსხვერპლა.

მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსი 12,909,733 მილიონმა ადამიანმა დაამარცხა.