მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 31 მილიონს გადააჭარბა

"Worldometers-ის" ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კოროვირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე 31,243,339 ადამიანი დაინფიცირდა.

დაღუპულთა რიცხვი 965,103-ს აღწევს.

ინფიცირების მაჩვენებლების მიხედვით ლიდერთა სამეულში აშშ, ინდოეთი და ბრაზილია შედიან.

აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვალების 204,118 შემთხვევა ფიქსირდება, ინფიცირებულთა რაოდენობა 7,004,768-ს აღწევს.

მეორე ადგილზეა ინდოეთი 5,487,580 შემთხვევით, გარდაცვლილია 87,909 პაციენტი.

ბრაზილია მესამე ადგილს იკავებს. აქ COVID-19-ის 4,544,629 შემთხვევაა დადასტურებული. ეპიდემიას 136,895 ადამიანი ემსხვერპლა.

მეოთხე ადგილზეა რუსეთი 1,103,399 შემთხვევით. აქ 19,418 ადამიანი გარდაიცვალა.

მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსი 22,835,632 მილიონმა ადამიანმა დაამარცხა.