მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობამ 175 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში პანდემიის დაწყების შემდეგ კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 175 მილიონს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში მსოფლიოში ინფიცირების 387 000-ზე მეტი შემთხვევა დადასტურდა. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ბოლო ერთ დღეში კორონავირუსული ინფექციისგან გამოწვეულ დაავადებას მსოფლიოში 10 158 ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილების საერთო რაოდენობამ კი 3 792 777-ს მიაღწია.