მსოფლიოში ხის ყველაზე მაღალი შენობა ვენაში ააშენეს - VIDEO

ვენაში მსოფლიოში ხის ყველაზე მაღალი შენობა ააშენეს. მშენებლებმა 4500 კუბური მეტრი ფიჭვი გამოიყენეს. ბიუჯეტმა 200 ათასი ევრო შეადგინა.

შენობა სიმაღლეში 84 მეტია და 24 სართულისგან შედგება. პროექტი არქიტექტორ კაროლინა პალფის ეკუთვნის.

მშენებლობა სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ხის ცათამბჯენში სხვადასხვა ბიურო, სამედიცინო კაბინეტები, ფიტნეს-ცენტრები, მაღაზიები, რესტორანი და სასტუმრო განთავსდება.

„ჩვენი მიზანი იყო, რომ აქ ხე „ცოცხალი“ დარჩენილიყო, ამიტომ შპალერსა და იატაკის ლაქზე უარი ვთქვით“, - ამბობს კაროლინა პალფი.

შენობაში მაქსიმალურად გამკაცრებულია ხანძარსაწინააღმდეგო ზომები. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, შენობა სრულიად უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთაა.