მსოფლიოში კორონავირუსის 300 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 308 911 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 7 801 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტატისტიკის მიხედვით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 173 331 478 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 3 735 571 ადამიანი გარდაიცვალა.