მსოფლიოში კორონავირუსის 425 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასულ 24 საათში კორონავირუსის 425 675 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 9 561 ადამიანი ვირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად გარდაიცვალა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტატისტიკის მიხედვით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 115 289 961 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 2 564 560 ადამიანი გარდაცვალა.