მსოფლიოში კორონავირუსის 878 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 878 386 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 14 572 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტატისტიკის მიხედვით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 150 110 310 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 3 158 792 ადამიანი გარდაიცვალა.