მსოფლიოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ 44 მილიონს გადააჭარბა

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის 27 ოქტომბრის მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით COVID-19-ით 44 059 551 ადამიანია ინფიცირებული. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე დაავადებას მსოფლიოში სულ 1 168 107 ადამიანი ემსხვერპლა. გამოჯანმრთელდა 29 832 060 ადამიანი.

ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით პირველ ადგილზეა აშშ - 8,779,839 შემთხვევით, შემდეგ ინდოეთი (7,990,322) და ბრაზილია (5,439,641).

მილიონზე მეტი შემთხვევაა რუსეთში (1,553,028), საფრანგეთში (1,244,242), ესპანეთში (1,116,738), არგენტინასა (1,116,609) და კოლუმბიაში (1,033,218).