მსოფლიოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ 45 მილიონს გადააჭარბა

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის 30 ოქტომბრის მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით COVID-19-ით 45,028,250 ადამიანია ინფიცირებული. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე დაავადებას მსოფლიოში სულ 1,181,075 ადამიანი ემსხვერპლა. გამოჯანმრთელდა 30 მილიონზე მეტი ადამიანი.

ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით პირველ ადგილზეა აშშ - 8,945,891 შემთხვევით, შემდეგ ინდოეთი (8,088,851) და 5,494,376 (5,439,641).

მილიონზე მეტი შემთხვევაა რუსეთში (1,570,446), საფრანგეთში (1,327,852), ესპანეთში (1,160,083), არგენტინასა (1,143,800) და კოლუმბიაში (1,048,055).