მსოფლიოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ 49 მილიონს გადააჭარბა

Worldometers-ის ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 49,035,146-ს შეადგენს.

ინფიცირებულთა მაჩვენებლით შეერთებული შტატები ლიდერობს. აშშ-ში კორონავირუსის 9,919,522 შემთხვევა გამოვლინდა.

მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, სადაც კორონავირუსით 8,411,724 მილიონი ადამიანია ინფიცირებული. ინფიცირებულთა მაჩვენებლით მსოფლიო სამეულშია ბრაზილია - 5,614,258 კოვიდინფიცირებული.

მილიონზე მეტი შემთხვევაა რუსეთში (1,712,858), საფრანგეთში (1,601,367), ესპანეთში (1,365,895), არგენტინაში, (1,217,028), დიდ ბრიტანეთსა (1,123,197) და კოლუმბიაში (1,117,977).

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის პანდემიას ჯამში 1,239,665 ადამიანი ემსხვერპლა. 34,984,524 გამოჯანმრთელდა.