მსოფლიოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ 61 მილიონს გადააჭარბა

Worldometers-ის ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 61,309,218-ს შეადგენს.

ინფიცირებულთა მაჩვენებლით შეერთებული შტატები ლიდერობს. აშშ-ში კორონავირუსის 13,248,922 შემთხვევა გამოვლინდა.

მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, სადაც კორონავირუსით 9,309,871 ადამიანია ინფიცირებული. ინფიცირებულთა მაჩვენებლით მსოფლიო სამეულშია ბრაზილია - 6,204,570 კოვიდინფიცირებული.

მეოთხე ადგილზე რუსეთი დაბრუნდა (2,187,990). მილიონზე მეტი შემთხვევაა საფრანგეთში (2,183,660), ესპანეთში (1,637,844), დიდ ბრიტანეთში (1,574,562), იტალიაში, (1,509,875), არგენტინაში, (1,399,431), კოლუმბიაში, (1,280,487) მექსიკასა (1,078,594) და გერმანიაში (1,005,307)

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის პანდემიას ჯამში 1,437,845 ადამიანი ემსხვერპლა. 42,396,882 გამოჯანმრთელდა.