მსოფლიოში ყველაზე ასაკოვანი ალიგატორი 83 წლის გახდა

ბელგრადის ზოოპარკის ბინადარი ალიგატორი მუჯა 83 წლის გახდა. იგი მსოფლიოში ზოოპარკის ბინადარ ყველაზე ხანდაზმულ ალიგატორად არის მიჩნეული.

ქვეწარმავალი ბელგრადის ზოოპარკში 1937 წლის აგვისტოში, გერმანიის ზოოპარკიდან ჩაიყვანეს. მუჯა ორი წლის იყო, როდესაც ბელგრადში ჩავიდა და ის ზოოპარკის ერთ-ერთი პირველი ბინადარია. 

ზოოპარკის ექიმის განცხადებით, ქვეწარმავალი კარგ ფორმაშია და შესაბამისი პირობების შემთხვევაში შესაძლოა 100 წლის იუბილეც აღნიშნოს.