მსოფლიოში ყველაზე დაბინძურებული ჰაერის მქონე ქალაქები დასახელდა

კიევი მსოფლიოში ყველზე დაბინძურებული ჰაერის მქონე ქალაქების რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს.

მონაცემებს კომპანია IQ Air ავრცელებს.

კომპანია ჰაერის ხარისხის მონიტორინგს ეწევა და რეიტინგს ადგენს.

კიევის ჰაერის დაბინძურების ხარისხის ინდექსი ამჟამად 159-ს (მავნე) შეადგენს.

ხუთეულში მოხვდნენ ასევე ქუვეითი, დელი, ბრიუსელი და შანხაი.