მსოფლიოში ყველაზე ასაკოვან ზვიგენს 400 წელი შეუსრულდება

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მსოფლიოში ყველაზე ასაკოვანი ზვიგენი მალე 400 წლის გახდება. ის ჩრდილოეთ ატლანტიკაში ჯერ კიდევ 2016 წელს აღმოაჩინეს.

მაშინ მეცნიერებმა ზვიგენის ზუსტი ასაკი ვერ დაადგინეს. დიაპაზონი 272-დან 512 წლამდე მერყეობდა.

ახლა კი დადასტურდა, რომ ზვიგენი 397 წლისაა.

ზვიგენის სიცოცხლის ასეთი ხანგრძლივობის მიზეზი დაბალი მეტაბოლიზმია. მაგალითად, პუბერტატის პერიოდი დედალ ზვიგენებში, გამოცემა Lad Bible-ის ცნობით, მხოლოდ 150 წლის ასაკში დგება.