მსოფლიოში უძვირესი მარკა აუქციონზე გაყიდეს

ინგლისურმა კომპანიამ Stanley Gibbons, რომელიც მსოფლიოში უძველესი ფილატელისტური დილერია, Sotheby's-ს აუქციონზე მარკა "ბრიტანული გვიანა" შეიძინა. 

მისმა ღირებულებამ 8,3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რითიც მარკა მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულად იქცა. ამის შესახებ Morningstar წერს.

მარკა, რომლის ნომინალი ერთი ცენტია, ლონდონის ცენტრში, Stanley Gibbons-ის ფლაგმანურ მაღაზიაში გამოიფინება.

"ბრიტანული გვინეა" 1856 წელს დაიბეჭდა.