მსოფლიოში უკიდურეს სიღარიბეში მყოფი ადამიანებისთვის დახმარება გაიზარდა

მსოფლიო ბანკის კვლევის თანახმად, მსოფლიოს უღარიბეს ადამიანებზე გათვლილი დახმარების პაკეტებით 75 ქვეყანაში 92-მა მილიონმა ადამიანმა ისარგებლა. 

ანგარიშის თანახმად, პროგრამები, რომლებიც მიზნად ისახავს ხალხის უკიდურესი სიღარიბიდან ამოყვანას, ბოლო წლების განმავლობაში უპრეცედენტოდ გაიზარდა. ძირითადად დახმარება მოიცავს ფულად ტრანსფერებსა და სხვადასხვა საგანმანათლებლო თუ გამაჯანსაღებელი ღონისძიების მოწყობას. 

ამ მომენტისთვის, მსოფლიოში დაახლოებით 700 მილიონი ადამიანი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. ისინი საშუალოდ დღიურად 1,9 დოლარზე ნაკლებს ხარჯავენ. კორონავირუსის პანდემიის გამო, შესაძლოა, ამ ადამიანთა რაოდენობა კიდევ 100 მილიონით გაიზარდოს.