მსოფლიოში ვაქცინირებულთა რიცხვმა 300 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 301,4 მილიონმა ადამიანმა ჩაიტარა, რაც დედამიწის მოსახლეობის დაახლოებით 3,8%-ს შეადგენს.

აქედან ამერიკის შეერთებულ შტატებში 90 მილიონზე მეტი ადამიანია ვაქცინირებული, 52,5 მილიონი - ჩინეთში, 23 მილიონ მოქალაქეს კი ვაქცინაცია ჩაუტარდა ბრიტანეთის მთელს ტერიტორიაზე. ვაქცინირებული მაცხოვრებლების რაოდენობით ინდოეთი მეოთხე ადგილზეა - 20,7 მილიონით, მეხუთეზე - ბრაზილია 10,6 მილიონით.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპული განყოფილების ხელმძღვანელმა, ჰანს კლიუგემ განაცხადა, რომ COVID-19-ზე კოლექტიური იმუნიტეტის მისაღწევად დედამიწის მოსახლეობის 70% უნდა იყოს აცრილი.