მსოფლიოში კორონავირუსის ნახევარ მილიონამდე ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 408 990 ახალი შემთხვევა დადასტურდა. 

ვირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად 9 749 ადამიანი გარდაიცვალა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტატისტიკის მიხედვით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 177 108 695 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 3 840 223 ადამიანი გარდაიცვალა.